Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683480&print=yes&view=jobs
 
ფსიქოთერაპევტი-ფსიქოკონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოთერაპევტი-ფსიქოკონსულტანტი
მომწოდებელი: ინტეგრა
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
აზროვნების აკადემიის ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის ცენტრი "ინტეგრა" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოთერაპევტის და ფსიქოკონსულტანტის პოზიციაზე.

ცენტრი "ინტეგრა" წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს ფსიქოთერაპევტებს, კლინიკურ ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს. ცენტრი მუშაობს ბავშვებთან, მოზარდებთან, ზრდასრულებთან, წყვილებთან და ოჯახებთან, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. ცენტრი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თერაპიულ მომსახურებას და ეფუძნება თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკებს. "ინტეგრას" მთავარი ღირებულებებია: პროფესიული ეთიკა, სანდოობა, უსაფრთხო გარემო და უწყვეტი პროფესიული განვითარება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ირაკლის გამყრელიძის ქ #4
სამუშაო განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

ვებ-გვერდი: https://integra.azraki.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის ჩატარება ბავშვებთან ან მოზარდებთან ან ზრდასრულებთან;
** კლიენტის საჭიროებების შეფასება და ინდივიდუალური თერაპიული გეგმის შემუშავება;
** ფსიქოთერაპიული პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი და დოკუმენტირება;
** ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა ცენტრის სხვა სპეციალისტებთან;
** კრიზისული სიტუაციების მართვა და შესაბამისი ინტერვენციების შერჩევა;
** კონფიდენციალურობისა და ეთიკური სტანდარტების სრულად დაცვა;
** პროფესიული განვითარებაში მუდმივი ჩართულობა (სუპერვიზიები, შიდა ინტერვიზია);
** ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა თერაპიული პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიის ან კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** ფსიქოთერაპევტად ან ფსიქოკონსულტანტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** რომელიმე აღიარებული ფსიქოთერაპიული მეთოდის სერტიფიკატი; (ან სწავლის აქტიური ეტაპი)
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია ქართულად (სხვა უცხო ენის ფლობა ჩაითვლება პრიორიტეტად)
** თეორიული ცოდნა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე და თანამედროვე თერაპიულ მიდგომებზე;

საჭირო კომპეტენციები და უნარები:

** მაღალი პროფესიული ეთიკა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრიზისულ ან ემოციურად დატვირთულ სიტუაციებში უსაფრთხოების, პროფესიული ჩარჩოს და შესაბამისი ინტერვენციის შენარჩუნების უნარი;
** გუნდის წევრებთან თანამშრომლობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 დეკემბერი, 2025 წელი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემიის ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტაციის ცენტრის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია