|
დასახელება:
უმცროსი არქიტექტორი
|
| მომწოდებელი:
ISync
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
არქიტექტურული კომპანია "ISync" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი არქიტექტორის პოზიციაზე.
თუ შენთვის მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარება, ხარ შრომისმოყვარე და ეძებ გუნდს სადაც შეძლებ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიო, ჩვენ ამისათვის ყველანაირ პირობას შეგიქმნით.
ძირითადი მოვალეობები:
** საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით პროექტის სანებართვო პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, თანმდევი აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება-მომზადება.
** სრულად მომზადებული პროექტის არქიტექტურის სამსახურში ატვირთვა, პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება;
** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა;
** მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** 41-ე დადგენილების მიხედვით შესაბამისი ნახაზების შედგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** II და III კლასის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და თბილისის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის გამოცდილება;
** პროფესიული პროგრამების ცოდნა - შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ კანდიდატს რომელსაც აქვს Revit ში მუშაობის გამოცდილება.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით, ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@isync.ge. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|