Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683475&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ენსო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"ენსო ჯგუფი" არის კომპანიების გაერთიანება, რომლებსაც აქვთ საერთო სამუშაო პროცესები, ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებლობა შესრულებულ ამოცანებზე.

ჩვენ ვფარავთ სრულ ციკლს - კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, მოწყობილობების მიწოდებითა და მონტაჟით გაგრძელებული, 24/7 ოპერირებით დასრულებული. ჩვენი საქმიანობა მოიცავს წყლის სატუმბ სადგურებსა და წყლის ფილტრაციას.

ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://ensogroup.ge/

ვაცხადებთ ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე, რომლის ძირითადი მიზანი საწყობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფაა;

რა დაგევალებათ? 

** საწყობის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და კონტროლი
** პროდუქციის ჩატვირთვა - გადმოტვირთვის ორგანიზება/კურირება
** მარაგების სწორად აღრიცხვა, ინვენტარიზაციის დაგეგმვა და ჩატარება
** დოკუმენტაციის სწორად წარმოება და IC პროგრამაში ასახვა
** პროდუქციის უსაფრთხო, სწორ და მოწესრიგებულ განთავსებაზე ზედამხედველობა
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
** პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება და ოპერატიული რეაგირება

სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ: 

** გამოცდილება საწყობის მართვაში ან მსგავსი ოპერაციული დონის პოზიციაზე მინ. 2-3 წელი
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** ორგანიზების, დეტალებზე ორიენტირებისა და პასუხისმგებლობის უნარი
** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მაღალი კულტურა
** მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან, 09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (მის. თბილისი, ლიბანის მე-2 ჩიხის მიმდებარედ) 

ჩვენ გთავაზობთ: 

** ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში) 
** თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე
** კორპორაციულ ნომერს. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული თანამშრომლის უფლება იყოს დაცული.  ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ: 

** შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.)  
** უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები 
** პერსონალური მონაცემების დაცვა 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@ensogroup.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  

შენიშვნა: 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.   

რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს შპს "ენსო ჯგუფის" მიერ კანონმდებლობის შესაბამისად 

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია