|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
Monte Gudauri
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"Monte Gudauri" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. ადმინისტრატორი
ძირითადი მოვალეობები
** სტუმრების შეხვედრა, რეგისტრაციისა და გამოსვლის პროცედურების წარმართვა
** დაჯავშნების მართვა და ინფორმაციის ზუსტი დაფიქსირება PMS სისტემაში
** სატელეფონო ზარებისა და ონლაინ შეტყობინებების მომსახურება
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ
** ფინანსური ოპერაციების განხორციელება (ქეშ-ქაუნთერი, ინვოისები)
** სტუმრების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება და პრობლემების გადაჭრა
კვალიფიკაცია და მოთხოვნები
** ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (PMS სისტემის გამოცდილება უპირატესობა)
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა
2. მიმტანი
ძირითადი მოვალეობები
** სტუმრების პროფესიონალური და გულისხმიერი მომსახურება
** მენიუს დეტალური ცოდნა და სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა
** შეკვეთების მიღება და დროული მიტანა
** მაგიდების მომზადება და დარბაზის წესრიგზე ზრუნვა
** სალაროს ოპერაციების შესრულება საჭიროებისამებრ
** ჰიგიენურ და მომსახურების სტანდარტების დაცვა
კვალიფიკაცია და მოთხოვნები
** მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია
** გუნდის მუშაობის უნარი და პოზიტიური დამოკიდებულება
** კომუნიკაბელურობა და სისწრაფე
** ინგლისური ენის ცოდნა
3. ბარმენი
ძირითადი მოვალეობები
** ალკოჰოლური სასმელების მომზადება რეცეპტების მიხედვით
** ბარის მარაგის მართვა, ინვენტარის კონტროლი
** სტუმრების კონსულტაცია სასმელებზე და რეკომენდაციების მიცემა
** ბარის სისუფთავესა და წესრიგზე ზრუნვა
** ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ანგარიშის სწორი გამოთვლა
** HACCP და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
კვალიფიკაცია და მოთხოვნები
** ბარმენად მუშაობის გამოცდილება
** კოქტეილებისა და ბარის ტექნიკის კარგი ცოდნა
** კომუნიკაბელურობა და სწრაფი რეაგირება
** ინგლისური ენის ცოდნა
4. რესტორნის სუპერვაიზერი
ძირითადი მოვალეობები
** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების კონტროლი
** პერსონალის განრიგის დაგეგმვა და მონიტორინგი
** მომსახურების სტანდარტების კონტროლი და გაუმჯობესება
** სტუმრების უკუკავშირის მართვა და პრობლემების ეფექტურად მოგვარება
** ახალი თანამშრომლების ტრენინგში მონაწილეობა
** ინვენტარისა და პროდუქციის აღრიცხვა
კვალიფიკაცია და მოთხოვნები
** ლიდერობის უნარი და გუნდზე პასუხისმგებლობა
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა
5. მზარეული
ძირითადი მოვალეობები
** ცხელი და ცივი კერძების მომზადება რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით
** სერვისის ხარისხის კონტროლი და ვიზუალური პრეზენტაციის უზრუნველყოფა
** საკვები პროდუქტების დაცვა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად
** მარაგების კონტროლი და შეკვეთების საჭიროების დაფიქსირება
** სამზარეულოში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა
** ახალ მენიუებზე მუშაობაში მონაწილეობა და ინიციატივის გამოხატვა
კვალიფიკაცია და მოთხოვნები
** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება
** დროის მენეჯმენტი და მაღალი დატვირთვის პირობებში ეფექტური მუშაობა
** HACCP-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
6. საუზმის მზარეული
ძირითადი მოვალეობები
** საუზმის ბუფეტის და à la carte კერძების მომზადება
** პროდუქტების დროული მომზადება დილის სერვისისთვის
** საუზმის ზონის მუდმივად შევსება და მოწესრიგება
** სამზარეულოს სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა
** სამზარეულოს გუნდთან კოორდინაცია და შეფ-მზარეულთან ანგარიშგება
კვალიფიკაცია და მოთხოვნები
** საუზმის სამზარეულოში გამოცდილება
** სწრაფი, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა
7. მასაჟისტი
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა ტიპის მასაჟის ჩატარება მაღალი სტანდარტების დაცვით
** სტუმრის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი სერვისის შეთავაზება
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და ინვენტარის წესრიგის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება
** კომუნიკაბელურობა, მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიონალური მიდგომა გუნდურად მუშაობის უნარი
8. დიასახლისი (Housekeeping)
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრების დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად
** საერთო სივრცეების ჰიგიენის უზრუნველყოფა
** ინვენტარის კონტროლი და ხარჯვის სწორად მართვა
** სტუმრებთან კორექტული და პროფესიული კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
9. სტიუარდინგი (Stewarding)
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და სისუფთავის უზრუნველყოფა
** ჭურჭლის დამუშავება უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით
** სამზარეულოს პერსონალთან ეფექტიანი კომუნიკაცია
** საჭიროების შემთხვევაში სხვა საოპერაციო ამოცანებში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული მუშაობის უნარი
** მაღალი ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** გუნდურ გარემოში მუშაობის მზადყოფნა
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 555 69 85 82
|
|
|
|