Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683460&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.qebuli-climate.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე

პოზიცია ექვემდებარება: დირექტორს
დაქვემდებარებაში ჰყავს: ლოგისტიკის, საოპერაციო და სასაწყობო-სამეურნეო ქსელის მენეჯერი, შიდა ლოგისტიკისა და ავტოპარკის მენეჯერი, სამეურნეო-ადმინისტაციული პერსონალი, ინვენტარიზატორი
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 20.12.2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:  კომპანიის საოპერაციო პროცესების ეფექტური მართვა, რესურსების ოპტიმალური განაწილება და ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოპერაციული საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან, ბიზნეს პროცესების ეფექტური დაგეგმვა და შესრულება კომპანიის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად.
** კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა (სამეურნეო-ადმინისტაციული, საწყობისა და ლოჯისტიკის მიმართულებით).
** ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია, არაეფექტური ეტაპების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების წინადადებების წარდგენა ეფექტიანობისა და ხარისხის ასამაღლებლად.
** მიწოდების ჯაჭვის მართვა - მარაგების, ტრანსპორტირების და მიწოდების პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის ზედამხედველობა.
** გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, საოპერაციო მენეჯმენტის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
** ამავე ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ფლობა (სასურველია 1C პროგრამის ცოდნა).
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) B2 დონეზე ფლობა.

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა.
** ლანჩით უზრუნველყოფა.
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში).
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება.
** კორპორაციული ნომერი.
** პარკინგი.

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: წერილობითი ხელშკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია