Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683459&print=yes&view=jobs
 
სავაჭრო აგენტი/პრისეილერი საკუთარი ავტომობილით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო აგენტი/პრისეილერი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: აის ლენდ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის (პრისეილერი) პოზიციაზე, საკუთარი ავტომობილით.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პირობები:

** სამუშაო საათები: 8:30-18:00.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა;
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პოკეტში მუშაობა.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობიანობა;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე office@ilgeorgia.ge ელექტრონული წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "აის ლენდ ჯორჯიას" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია