|
დასახელება:
შეფმზარეული - ჯანსაღი კვების მიმართულება
|
| მომწოდებელი:
კვების ობიექტი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
ჯანსაღი კვების მიმართულების დელივერი ობიექტი აცხადებს ვაკანსიას შეფმზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ, ორგანიზებულ და პასუხისმგებელ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მაღალი სტანდარტის წარმოება, მენიუს განვითარება და სამზარეულოს ეფექტური ოპერირება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე)
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს სრულყოფილი ორგანიზება და პროცესების ზედამხედველობა
** მენიუს ოპტიმიზაცია, რეგულარული განახლება და ახალი ჯანსაღი კერძების/სასმელების შემუშავება
** ინგრედიენტების ხარისხისა და მარაგების მართვა
** ნაშთების აღწერა და სწორად დაგეგმილი მარაგების უზრუნველყოფა
** თანამშრომლების მართვა, გადამზადება და სამუშაო სტანდარტების კონტროლი
** სარესტორნო პროგრამებთან მუშაობა (ნაშთები, თვითღირებულებები, შეკვეთები)
** თვითღირებულებების დაბალ დონეზე უზრუნველყოფა — ისეთი კერძების შექმნა, რომლებიც იქნება ერთდროულად იაფი, ჯანსაღი და გემრიელი
** საჭიროების შემთხვევაში მზარეულის მოვალეობების შესრულება
სავალდებულო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შეფის პოზიციაზე
** მუშაობის გამოცდილება ჯანსაღი კვების მიმართულების რესტორანში ან დელივერი ობიექტში
** სარესტორნო პროგრამების ცოდნა
** ახალი კერძების შექმნის უნარი და კრეატიული მიდგომა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** გუნდის მართვის გამოცდილება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე:
info@honeyrestaurant.ge
|
|
|
|