|
დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
NEXT
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
სამშენებლო კომპანია "ნექსთი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის (უსაფრთხოების) თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგი, ვიდეომონიტორინგი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ობიექტზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი ხელყოფისაგან დაცვა;
** ობიექტის ტერიტორიაზე თანამშრომლებისა და მესამე პირების გადაადგილების მონიტორინგი; ობიექტზე მოსული მესამე პირების ვინაობის იდენტიფიცირება და საჭიროების შესაბამისად კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის ან/და თანამშრომლის ადგილსამყოფელზე მითითება/გაძღოლა ან ტერიტორიაზე არ დაშვება;
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება;
** სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება, რომელიც გონივრული განსჯის შედეგად მაღალი ვარაუდის სტანდარტით ჩაითვლებოდა აღნიშნული დასაქმებულის მიერ დაკავებული პოზიციის უფლება-მოვალეობად.
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობის როგორც 12 საათიანი, ისე 24 საათიანი რეჟიმები
სამუშაო ადგილი: ბათუმი და გონიოს დასახლება
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
** პუნქტუალობა, დისციპლინა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე +995 593 614141; +995 599 400863 ან გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.jortmenadze@nextgroup.ge
|
|
|
|