Робота для біженців з України
გენერატორების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერატორების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მირა
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
ბაზარზე 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია - შპს "მირა" აცხადებს ვაკანსიას გენერატორების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 3000 ლარი ხელზე + ბონუსი ყოველთვიური რეალიზაციიდან
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. #126
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების პროცესის სრული მართვა - გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი
** ახალი კლიენტების მოძიება (B2B და B2C სეგმენტი) და არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა/განახლება
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაციების წარდგენა
** ტექნიკური საჭიროებების ანალიზი და კლიენტებისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილების შეთავაზება
** პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობის მხარდაჭერა
** ტექნიკურ ჯგუფთან (სერვისი/ინჟინერია) კოორდინაცია კომერციული წინადადებების მოსამზადებლად
** ტენდერებში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** ნაშთების კონტროლი და ახალი შეკვეთების მომზადება
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტებისა და პროდუქტის პოზიციონირების ანალიზი

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (გენერატორები, ელექტროობა, მექანიკა - უპირატესობა)
** ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად გაანალიზებისა და გაგების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

სასურველი უნარები:

გენერატორების სპეციფიკის, სიმძლავრეების, ტიპების (დიზელი/ბენზინი) საბაზისო ცოდნა (არ არის აუცილებელი)

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებზე დამოკიდებული ბონუსები
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა (ტრენინგები, ტექნიკური ცოდნის გაღრმავება)
** ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიულ პაკეტი
** კორპორატიული ტელეფონით სარგებლობის უფლება
** უფასო კვება
** პროფესიული საქმიანობისთვის ლიმიტირებულ საწვავი
** კარიერული ზრდის პერსპექტივა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mira.ge (სათაურში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი")

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.mira.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე