Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 16 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge, https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. #24
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 1250 NET + ყოველთვიური პრემია (150-200 ლარის ფარგლებში)

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისა და შესაბამისი მიმართულების ოსტატების დაკავშირება, მათთან სწორი კომუნიკაციის წარმართვა და შეკვეთების ციკლის სრული ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლიენტთა მომსახურების სფეროში;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია;
** შეკვეთის მსვლელობის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების სწორი განაწილება;
** ოსტატის მიერ შესრულებული შეკვეთის პროგრამული მონიტორინგი და დასრულების უზრუნველყოფა;
** მომხმარებელსა და ოსტატს შორის ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;

ჩვენ გთავაზობთ:

** მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის სერვისებზე;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - vacancy@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი".

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე