Робота для біженців з України
ლიზინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლიზინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს: https://skytel.ge/ge/main

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის გამზირი 23ა#
დაქვემდებარება - ადმინისტრაციული მიმართულების დირექტორი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-18:00 სთ (1 სთ შესვენება)
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისებზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია - მოვალეობები:

** კომპანიის საბაზო სადგურების განთავსებისთვის მიწის ნაკვეთების მოძიება და მოძიებული ნაკვეთების შესყიდვის პირობების შეთანხმება ხელმძღვანელთან.
** საბაზო სადგურის ელექტრო ენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად ენერგო კომპანიაში განაცხადის შეტანა - აბონენტად / ქვეაბონენტად დაფიქსირება
** მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ მეიჯარეებთან
** იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და პროცესის უზრუნველყოფა
** კომპანიის საბაზო სადგურების აღრიცხვა
** განყოფილების ბიუჯეტის დაგეგმვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი
** ქართულის ენის გამართულად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** MS Office -ში მუშაობის გამოცდილება.

უნარები/შესაძლებლობები:

** მართვის უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ანალიზის უნარი;
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
** დროის სწორად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ლიზინგის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე