|
დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
Hualing International Special Economic Zone
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.
"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.
"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე გრაფიკული დიზაინერი
სამუშაო ადგილი - თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას N 22, ჰუალინგ პლაზა
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი) 09:30 -18:30
ანაზღაურება - 1500 (NET) ლარი
ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** ბეჭდვითი და ციფრული ვიზუალური მასალების დამზადება,
** სტამბებთან ურთიერთობა, შეკვეთილი მასალის ხარისხის და შესაბამისობის მონიტორინგი
** ჰიპერმარკეტის შეფუთვის მიზნით შესაბამისი მასალის შემუშავება, მისი ჩაბარებისა და გავრცელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
** ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა, ტრენდების შესწავლა და გაზიარება გუნდთან
** კომპანიის კორპორატიული სტილის შემუშავება და კონტროლი.
** კომპანიის ატრიბუტიკის და აქსესუარების დამზადების უზრუნველყოფა
** მედია ბრენდინგი;
** პროდუქციის კატალოგის დიზაინის შექმნა
** ბანერების, ფლაერების, ბილბორდების, ბროშურების ვიზუალების დამზადება
ძირითადი მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@hualing.ge არაუგვიანეს 20 დეკემბრისა.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|