Робота для біженців з України
ფოტო-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფოტო-ოპერატორი
მომწოდებელი: ფოტოცენტრი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
კომპანია "ფოტოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ფოტო-ოპერატორის პოზიციაზე.

"ფოტოცენტრი" ქართული ფოტო მომსახურების კომპანიაა, ჩვენ გვაქვს 3 ფიზიკური ფილიალი თბილისში, 1 ონლაინ მაღაზია: photocenter.ge და ჩარჩოების და დეკორის მაღაზია თავისუფლების მოედანზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Facebook და Instagram გვერდებზე:

FB: https://www.facebook.com/photocenter.ge/
IG: https://www.instagram.com/photocenter.ge/
ვებ-გვერდი: https://new.photocenter.ge/

რას საქმიანობს ფოტო ოპერატორი ფოტოცენტრში? პირდაპირ კონტაქტშია მომხმარებლებთან, ბეჭდავს ფოტოებს სპეციალურ ბეჭდვის დანადგარზე, მუშაობს ასლგადამღებ დანადგართან, მომხმარებლებს უღებს საპასპორტე ფოტოებს, ამუშავებს და ბეჭდავს. საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს ფოტოშოპში: ფოტოს ფერებზე და ხარვეზებზე დამუშავება, მოჭრა, ფერების ბალანსი და ა.შ.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერული მომსახურება: ფოტოს დამუშავება, მოჭრა, საბეჭდი ფაილების მომზადება
** ციფრული ბეჭდვის დანადგარებთან მუშაობა: ფოტოების ბეჭდვა, ფერების ბალანსი
** საპასპორტე სურათების გადაღება, დამუშავება და დაბეჭდვა

აუცილებელია:

** Adobe Photoshop-ის ცოდნა
** Word/Excel - საბაზისო დონე
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური და თავაზიანი
** სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პრიორიტეტების სწორად დასმის და სიტუაციის კონტროლის უნარი

სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე. 10:00-19:00
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო ადგილი: თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: ceo@photoplaza.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე