Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Calzedonia & Intimissimi
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
მაღაზიათა ქსელი "CALZEDONIA & INTIMISSIMI" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქალაქი ბათუმი
მაღაზიის გახსნა: დეკემბრის შუა რიცხვები

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** არსებული პროდუქციის განთავსება დარბაზში კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

დამატებითი უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მცოცავი გრაფიკი: კვირაში ორი დღე დასვენებით

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: vacancytevri@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ: "მოლარე კონსულტანტის პოზიცია ბათუმში".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე