Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683342&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza Home, EnglishHome, Principe. კომპანია წარმოდგენილია 30-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.

"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე, მაღაზია Enza Home-ში.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ცვლებში
ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის ხეივ. #90

ფუნქცია-მოვალეობები

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკების შედგენა;
** მაღაზიის საოპერაციო პროცესების მართვა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** ნაშთის მენეჯმენტი და მასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის გზების ინიცირება (მარაგების კონტროლი, ფაქტიურსა და პროგრამულად დაფიქსირებულ ნაშთებს შორის სხვაობების გამოვლენა/ჩანაცვლება);
** მაღაზიის მომზადება აღწერის პროცედურისთვის, აღწერისთვის საჭირო ფაილების მომზადება, საჭირო პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ნაშთის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი დეფიციტური ქვეკატეგორიების შესახებ ბრენდისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ავეჯის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** თანამშრომელთა მოტივირებისა და მათი საქმეში შემოქმედების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtex.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მაღაზიის მენეჯერი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯითექსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;

კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.

მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;

კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს "ჯითექსს".

ასევე, გაცნობებთ, რომ შპს "ჯითექსი" თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია