Робота для біженців з України
რეაბილიტოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეაბილიტოლოგი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.

"ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსია რეაბილიტოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანის პოლიკლინიკა
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება და კვლევა: ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ცხოვრების ანამნეზის, ფიზიკალური კვლევის მონაცემების შეკრება/შეფასება, დაავადებების დიაგნოსტირება, პრევენცია, მკურნალობა/მართვა სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების/გაიდლაინების გათვალისწინებით
** სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის დაავადების მართვა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის EHR სისტემაში ასახვა კანონმდებლობის შესაბამისად.
** ინფექციის კონტროლის სტანდარტების გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში.
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგიაში;
** სასურველია ბაზისური გულფილტვის რეანიმაცია (BLS) ვალიდური სერტიფიკატი;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

დაინტერესებული კანდიდატებმა რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/reabilitologi/735

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე