Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683323&print=yes&view=jobs
 
არასაკაბელო მიმართულების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არასაკაბელო მიმართულების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საქკაბელი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.

სს საქკაბელის მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას არასაკაბელო მიმართულების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/ მოვალეობები/ პასუხისმგებლობის საზღვრები:

ბიზნესის განვითარება:

** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად კონკრეტული ინიციატივების შემუშავება, რომლებიც გააძლიერებენ ბაზარზე კომპანიის საბაზრო წილს და გააფართოებენ სამომხმარებლო სეგმენტს, და აღნიშნულის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება/განხორციელება - გეგმის შემუშავება, ზრდის შესაძლებლობის იდენტიფიცირება და მისი ადაპტირება ბრენდის სტრატეგიასთან
** ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და სავაჭრო ობიექტებისთვის მიწოდება პროდუქციის უპირატესობებისა და მახასიათებლების სწორად წარმოჩენის მიზნით.
** პროგრამაში შესაბამისი დოკუმენტაციის (ინვოისები, შეკვეთები და სხვა) დროული და ზუსტი ასახვა - დოკუმენტების შექმნა და მათი სიზუსტის კონტროლი მაღაზიების მიერ პროდუქციის ეფექტური რეალიზაციის მიზნით.
** კორპორატიული კლიენტების მოძიება/მოზიდვა.

ბაზრის კვლევა:

** საკუთარი და ბაზარზე არსებული კონკურენტების ბიზნესის კვლევა და ანალიზი
** მომხმარებელთა არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება - ბაზრისა და ფასების კვლევა
** საერთაშორისო და ადგილობრივ მომწოდებლებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა - აქტიური კომუნიკაცია, კონტრაქტების შესრულების მონიტორინგი, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება პროდუქციის ასორტიმენტის ოპტიმიზაციის მიზნით.

მომხმარებელთან კომუნიკაცია:

** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბიზნესის ზრდის, მდგრადი კონკურენტუნარიანობისა და მომგებიანობის უზრუნველყოფის მიზნით
** კლიენტების შეკვეთაზე რეაგირება და პროცესის სრული მონიტორინგი - შეკვეთის მიღებიდან მის მიწოდებამდე სრული პროცესის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური კვალიფიკაცია/განათლება:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით

მინიმალური გამოცდილება:

** ვაჭრობის სფეროში მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** მსგავს პროდუქციასთან დაკავშირებულ სფეროში მუშობა ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციური უნარები - დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება
** ძლიერი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დროის მართვის უნარები
** კრიტიკული აზროვნება, კვლევისა და ანალიზის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B2)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამის - Excel - ფლობა საშუალო დონეზე

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - არასაკაბელო გაყიდვების მენეჯერი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge

თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია