Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიტეკო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"ჰიტეკო ჯგუფი" ეძებს კომპეტენტურ და გამოცდილ ფინანსურ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური პროცესების ეფექტურ მართვას, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას და მიმდინარე პროექტების ფინანსურ ზედამხედველობას.

სექტორი: სამშენებლო
ლოკაცია: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება.
** ობიექტების ბიუჯეტების მომზადება, შესრულების მონიტორინგი და გადახრის ანალიზი.
** სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების ხარჯთაღრიცხვის და ფინანსური კონტროლი.
** ტენდერებისთვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების პირობების შეფასება.
** პროექტების მომგებიანობისა და ფინანსური რისკების შეფასება.
** დებიტორებისა და კრედიტორების მართვა, ფულადი ოპერაციების კონტროლი.
** შიდა ფინანსური კონტროლის უზრუნველყოფა და არაეფექტური ხარჯების პრევენცია.
** ახალი პროექტების ფინანსური შეფასება და ბიზნეს-გეგმების შემუშავება.
** ფინანსური დეპარტამენტის, მათ შორის ბუღალტრების, მუშაობის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება — სავალდებულოა.
** ფინანსების მიმართულებით უმაღლესი განათლება.
** ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება.
** ტენდერებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ანალიტიკური აზროვნება, მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.
** ჩართულობას მსხვილ და დინამიკურ სამშენებლო პროექტებში.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: info@splendidtbilisi.com დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე