|
დასახელება:
ბარისტა
|
| მომწოდებელი:
illy Caffè
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
"Illy caffe"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.
დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი და დეკემბრიდან მე 4 ფილიალი გვემატება ისთ პოინტში
"illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარისტა, (ისთ პოინტის ფილიალში)
ვაკანტური ადგილი: 2
მოვალეობები:
** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
** კაფეს სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში.
მოთხოვნები:
** ბარისტად მუშობის გამოცდილება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).
ჩვენ გთავაზობთ:
** კვება
** დაზღვევა
** შვებულება 24 სამუშაო დღე წელიწადში ანაზღაურებადი, + 15 დღე შვებულება წელიწადში კალენდარული არა ანაზღაურებადი
** ანაზღაურება: 5, 55 ლ. საათში + თიფსი (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20 %)
** სახელმწიფო ოფიციალურ დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევაში ორმაგი ანაზღაურება.
** სამუშაო გრაფიკი: 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების. დღეში 12 საათი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელმისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|