|
დასახელება:
კბილის ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
ულტრამედი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
კლინიკა "ულტრამედი" -ის სტომატოლოგიური ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას კბილის ტექნიკოსის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ სპეციალისტს, რომელსაც აქვს პრაქტიკული ცოდნა და ცირკონის ჩარხზე (CAD/CAM სისტემაში) მუშაობის გამოცდილება.
ვაკანსია: კბილის ტექნიკოსი (ცირკონის ჩარხზე მუშაობის გამოცდილებით)
ძირითადი მოვალეობები:
** ცირკონის ჩარხზე სამუშაო პროცესის შესრულება (დიზაინი, მოდელირება, დაფრეზვა);
** ორთოპედიული კონსტრუქციების — გვირგვინებისა და ხიდების — დამზადება;
** ლაბორატორიული პროცესის ხარისხის კონტროლი;
** დეტალებზე ზრუნვა და ტექნიკური სიზუსტის დაცვა;
** თანამშრომლობა სტომატოლოგიურ გუნდთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სტომატოლოგიური ტექნიკოსის განათლება (დიპლომი ან სერტიფიკატი);
** ცირკონის ჩარხზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (CAD/CAM ტექნოლოგია);
** Exocad, 3Shape ან მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე, ტექნოლოგიურად სრულად აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** სამუშაო ადგილი: თბილისი. თემქა, ურეკის ქ N15.
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: jijiashvilitornike4.@gmail.com
ან მოგვწეროთ ფეისბუქის პირად შეტყობინებაში - https://www.facebook.com/ultramed.ge/
|
|
|
|