Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683248&print=yes&view=jobs
 
ტენდერი კვლევის მომსახურების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი კვლევის მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 683248_Caritas_Georgia_1824110.zip
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ტენდერს საქართველოში სოციალური ჯგუფებისთვის არსებული სერვისების კვლევის ჩასატარებლად კვლევის მომსახურების შესასყიდად.

"საქართველოს კარიტასი" არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც 1994 წლიდან დღემდე აქტიურად მუშაობს ჰუმანიტარული, სოციალური, ჯანმრთელობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და განვითარების სფეროში, ეხმარება საქართველოს მოწყვლად მოსახლეობას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქველმოქმედებისა და სამართლიანობის დამკვიდრებას. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდებს: https://caritas.ge/

"საქართველოს კარიტასი" იწვევს დაინტერესებულ, კვალიფიციურ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს კვლევის ჩასატარებლად - რომელიც შეეხება სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის საქართველოში არსებული სერვისებს.

კვლევა მიზნად ისახავს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის არსებული სერვისების შესახებ ცოდნის შეგროვებას და არსებული ეკოსისტემის უკეთ და უფრო სიღრმისეულად გაგებას. აღნიშნულმა, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს კარიტასის საქმიანობის ეფექტურობის ზრდას და სოციალური მუშაობის გაუმჯობესებას.

კვლევის ფარგლებში უნდა მოხდეს სახელმწიფო, მუნიციპალური, არასამთავრობო და კერძო სექტორის ქვეშ არსებული ყველა სერვისის აღრიცხვა და მათი ერთიან რუკაზე დატანა. ამასთან, უნდა გაანალიზდეს არსებული შეზღუდვები და შემოწმდეს არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

კვლევის ამოცანები:

** საქართველოში სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის ყველა არსებული სახელმწიფო და არასამთავრობო სერვისების ყოვლისმომცველი რუკის შემუშავება ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდობის განვითარების, ეკონომიკური განვითარების, დასაქმებისა და იურიდიული მომსახურების სფეროებში;
** შერჩეული სერვისების პრაქტიკაში ხელმისაწვდომობის შეფასება - რა მუშაობს, როგორ და რა გამოწვევებს ვხვდებით;
** სიღრმისეული თემატური კვლევის ჩატარება სოციალური დაცვის შერჩეულ სერვისებზე, ძირითადი გამოწვევების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების იდენტიფიცირებით.

კვლევის სამუშაო ჩარჩო:

ნაწილი 1:

** სახელმწიფოს (ცენტრალური ხელისუფლება, 3-4 არჩეული მუნიციპალიტეტი), არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მიერ მიწოდებული ყველა სერვის იდენტიფიცირება;
** შერჩეულ სერვისებზე რეალური ხელმისაწვდომობის შემოწმება.

ნაწილი 2:

** სოციალური დაცვის სისტემის ფარგლებში შერჩეულ კონკრეტულ სერვისებზე ორიენტირებული შეფასების ჩატარება;
** ხელშემწყობი ფაქტორების და გამოწვევების შემოწმება პოლიტიკასა (policy) და პრაქტიკაში;
** საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა და გაანალიზება;
** ადვოკატირებისთვის რეკომენდაციების მომზადება;

კვლევის მეთოდოლოგია უნდა მოიცავდეს შემდეგს:

** სამაგიდო კვლევა;
** სიღრმისეული ინტერვიუების ჩატარება სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან;
** დისკუსიები ფოკუს ჯგუფებთან;
** საველე კვლევა შერჩეულ მუნიციპალიტეტებში;
** საუკეთესო პრაქტიკების შედარებითი მიმოხილვა.

კვლევის ჩატარების ვადები:

ნაწილი 1: არაუგვიანეს 1 მარტისა;
ნაწილი 2: არაუგვიანეს 1 მაისისა;

შესამუშავებელი დოკუმენტები (deliverables)

საწყის ეტაპზე (შერჩევის შემთხვევაში):

** კვლევის ჩარჩო;
** დეტალური მეთოდოლოგია;
** სამუშაო გეგმა;

ნაწილი 1.

** სერვისების რუკის ანგარიში - არსებული სერვისების ელექტრონული კატალოგი;
** ხელმისაწვდომობის მოკლე ანგარიში - შერჩეულ სერვისებზე, ხელმისაწვდომობის ანალიზის დოკუმენტი;

ნაწილი 2.

** კვლევის ანგარიში - დეტალური ანგარიში სადაც მიმოხილული იქნება სოციალური დაცვის არსებული სერვისების ზოგადი სურათი, არსებული პოლიტიკა და პრაქტიკა; გაანალიზებული იქნება შერჩეული სერვისების ეფექტურობა; მიმოხილული იქნება რელევანტური საერთაშორისო პრაქტიკები; მოცემული იქნება ადვოკატირებისთვის რეკომენდაციები.

დაინტერესებული მკვლევარი/მკვლევრების ჯგუფი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

** უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში, საჯარო პოლიტიკაში, ან მომიჯნავე სფეროში;
** გამოცდილება კვლევებში;
** საქართველოს სოციალური პოლიტიკისა და კეთილდღეობის სისტემის სიღრმისეული ცოდნა;
** არასამთავრობო სექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების ცოდნა;
** ანალიზის, წერისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** საველე სამუშაოების, ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების ჩატარების უნარი.

წარსადგენი წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

** შევსებულ განცხადების ფორმას, კვლევის მეთოდოლოგიის, სამუშაო გეგმისა და ბიუჯეტის მითითებით (იხილეთ თანდართული ფაილი);
** კვლევის გუნდის ხელმძღვანელისა/გუნდის წევრების რეზიუმეებს;
** წარსულში ჩატარებული კვლევების ნიმუშების (მაქსიმუმ 3).

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: Sandro.megrelishvili@caritas.ge

შემოთავაზებების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2025 წ.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: Sandro.megrelishvili@caritas.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია