|
დასახელება:
ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
აიო
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
შპს "აიო" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე, ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** შემოსულ შეტყობინებებზე და ზარებზე whatsapp-ში, viber-ში, facebook messanger-ში პასუხი;
** მომხმარებელთათვის კომპანიის ხელშეკრულებების გაცნობა და წესების ახსნა;
** კომპანიის პროგრამაში მუშაობა და მონაცემების შეყვანა, ასევე საოფისე პროგრამებში მონაცემების შეყვანა.
ძირითადი მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური (საშუალოდ) ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** კომპანიაში დადგენილი მომსახურების სტანდარტებისა და წესების დაცვა.
ძირითადი უნარები:
** გამართული კომუნიკაცია და დარწმუნება;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობა;
** გუნდური მუშაობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ და დინამიურ სამუშაო გარემოს
** სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:00, შაბათი 09:30 - 14:00, კვირა დასვენება.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე info@aioconnect.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (subject) ველში პოზიციის დასახელება.
|
|
|
|