|
დასახელება:
არქიტექტორი/მხაზველი
|
| მომწოდებელი:
ლურსმენი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
"ლურსმენი" არის არქიტექტორული კომპანია, რომელიც მუშაობს არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით: როგორც ექსტერიერის, ისე-ინტერიერის განხრით.
კომპანია თანამშრომლობს დამკვეთებთან როგორც ქართულ, ისე- უცხოურ ბაზარზე.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს - არქიტექტორის (მხაზველის) პოზიციაზე!
მოვალეობები:
** არქიტექტურული პროექტების შედგენა;
** პროექტის შესაბამისად შიდა და გარე დიზაინის მომზადება; მუშა ნახაზების შედგენა;
** საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და შეფასება პროექტის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე;
** საესკიზო პროექტებისა და არქიტექტურული კონცეფციების შესრულება;
** პროექტის ვადების დაცვა; ექსპლუატაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარე, სამომავლო და დასრულებულ პროექტებზე;
** კომპეტენციის ფარგლებში და კვალიფიკაციის შესაბამისად სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
პროფესიული უნარები:
** AutoCAD-ის სრულყოფილად ფლობა, ასევე სტანდარტული საოფისე პროგრამული პაკეტის ცოდნა;
** სასურველია საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისა და შესრულების სტანდარტების ცოდნა;
რას ვითხოვთ შენგან?
** განათლება არქიტექტურის მიმართულებით ან მომიჯნავე დარგებში;
** ინგლისური ენის ცოდნას;
** სამუშაო გამოცდილება 1 წლიდან.
შენთვის საინტერესო დეტალები:
** სამუშაო საათები 10:00 - 19:00; 5 სამუშაო დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
** ანაზღაურებადი შვებულება -24 სამუშაო დღე
** ანაზღაურება 1200-1500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
რას გთავაზობთ თქვენ?
** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** განვითარების პერსპექტივას;
** საინტერესო და კრეატიულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
განვიხილავთ კანდიდატებს მხოლოდ რეზიუმეთი და პორტფოლიოთი, შეგიძლიათ ატვირთოთ PDF ფაილები შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/D47364BJX2taKAG3A
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|