Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683225&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ:

გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 1 ვაკანსია ანაზღაურებად სტაჟირებაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ბაკალავრი/მაგისტრი ან სტუდენტს.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება 4.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ქართული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.

სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):

** პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა
** დავალების შესრულების ხარისხი
** დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის კულტურა
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ტექნიკური უნარ-ჩვევები
** ინიციატივის გამოვლენა
** კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

სტაჟიორის ფუნქცია-ვალდებულებებია:

** გაეცნოს თუ-ს შინაგანაწესს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებას და მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხის დამუშავებაში;
** მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სამსახურის დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა.
** შეისწავლოს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო თემების ელექტრონული არქივის შექმნა/განახლება; ფაკულტეტზე დაგეგმილი კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზებაში ტექნიკური დახმარება; სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის მომზადება/მოწესრიგება;
** გაუწიოს ტექნიკური დახმარება ფაკულტეტზე დაგეგმილი კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზებას,
** განახორციელოს ფაკულტეტის სოციალური მედიის მართვა; ფაკულტეტზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გამოკითხვების ორგანიზებაში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** შეასრულოს ყველა ის დავალება, რომლებიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2, 1 "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ");
** CV;
** საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული
დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
** უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ" (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტი განხილვის საფუძველზე იდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.

სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება 6 (ექვსი) თვე. ანაზღაურებადი სტაჟირება განისაზღვრება თვეში 650 (ექვსასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტაზე. შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.

მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2025 წლის 19 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია