|
დასახელება:
მოლარე
|
| მომწოდებელი:
BET25
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
სავალუტო პუნქტი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, პეკინის გამზირი №41
სამუშაო განაკვეთი: 1 დღე 09:00-09:00/ 2 დღე დასვენება
უშუალო ხელმძღვანელი: სალაროს მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1300 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სავალუტო ოპერაციების წარმოება სამუშაო პროცედურის შესაბამისად;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
** კომპეტენციიდან გამომდინარე მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისათვის სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** კომპანიის AML პოლიტიკისა და ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (აუცილებელია);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
შერჩევის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სავალუტო პუნქტის მოლარე"
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
|
|
|
|