Робота для біженців з України
ფაკულტეტის მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფაკულტეტის მრჩეველი
მომწოდებელი: საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები" აცხადებს ვაკანსიას ფაკულტეტის მრჩევლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენის B2+ C1 დონის ცოდნა
** სამოქალაქო განათლების, საზოგადოებრივი მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების ან ისტორიის მასწავლებლობა (სასურველია)
** მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი

პასუხისმგებლობები:

** სკოლიდან/კოლეჯიდან/უნივერსიტეტიდან დელეგაციების მომზადება და კოორდინაცია
** სტუდენტების თანხლება საერთაშორისო ან ადგილობრივ მოდელირების ღონისძიებებზე (Model UN, youth diplomacy programs)
** საგანმანათლებლო მხარდაჭერის გაწევა, დელეგატების ინდივიდუალური კონსულტაცია
** ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია და ანგარიშგება
** პროგრამის წესებისა და სტანდარტების დაცვა

რას გთავაზობთ:

** ახალგაზრდა დიპლომატების საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში სამსახურს
** საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
** ოფიციალურ სერტიფიკატს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** ხელფასი შეთანხმებით განისაზღვრება და პროექტიდან გამომდინარე ცვალებადია.

დაინტერესებული აპლიკანტები რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: contact@diplomats.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე