Робота для біженців з України
სასტუმროს ადმინისტრატორი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო რედ თაუერი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
სასტუმრო "რედ თაუერი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ისეთ ადამიანს, ვისაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეუძლია გულწრფელი ღიმილით შეეგებოს სტუმრებს და გახდეს ჩვენი ოჯახის ნაწილი.

ჩვენთან გელოდება სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო.

პირობები:

** გრაფიკი: ყოველი მეორე დღე
** მდებარეობა: ქ. ზუგდიდი, თავისუფლების N26

მთავარი მოვალეობები:

** სტუმრების გულთბილი მიღება და განთავსება,
** პროგრამებთან (Word, Excel) მუშაობა,
** დოკუმენტაციის წარმოება და ჯავშნების მიღება,
** ზარებზე პასუხი, სტუმრებთან კომუნიკაცია და ანგარიშსწორება. (სასტუმროს პროგრამას ადგილზე გასწავლით, მთავარია სურვილი და მონდომება)

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, ვინც იქნება კომუნიკაბელური, თავაზიანი, პასუხისმგებლობიანი. ჩვენთან შეგიძლია ისწავლო და გაიზიარო გამოცდილება.

რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე: gregorimaler@gmail.com ტელ: +995 557 027 999

თუ გინდა გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი - არ გადადო, დაგვიკავშირდი დღესვე! გელოდებით ღიმილით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე