|
დასახელება:
კონსულტანტი/გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Bicocca
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
იტალიური პრემიუმ საბავშვო ბუტიკი "Bicocca" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის/გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც დაინტერესებულია პრემიუმ სეგმენტში მუშაობით და საერთაშორისო ბრენდებთან ყოველდღიური ურთიერთობის გამოცდილებით.
ეს არის გარემო, სადაც სტილი, პროფესიონალიზმი და კომფორტი ერთიანდება — და სადაც თითოეულ თანამშრომელს რეალური შესაძლებლობა ეძლევა გაიზარდოს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოიყენოს.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების შედეგად.
ლოკაცია: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
** პრემიუმ მომსახურების სტანდარტების დაცვა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის კონსულტაციის გაწევა
** გაყიდვების პროცესის მართვა და მაღაზიაში შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა
** სალარო ოპერაციების შესრულება
** ბუტიკის ვიზუალური სტანდარტებისა და წესრიგის კონტროლი
** ონლაინ შეკვეთების, შეტყობინებებისა და გაყიდვების მართვა
მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური, რუსული ან ნებისმიერი სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება ძლიერ უპირატესობად
** სოციალური ქსელების ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლუსად
პიროვნული თვისებები:
** დახვეწილი კომუნიკაციური უნარები
** თავაზიანობა და პროფესიული ეტიკეტი
** სტილის და სილამაზის შეფასების უნარი
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და პოზიტიური ენერგია
** სურვილი, იმუშაოს საერთაშორისო ბრენდებთან, მათი სტანდარტების შესაბამისად და განაგრძოს კარიერული განვითარება
რას გთავაზობთ:
** კომფორტულ გარემოს
** გამოცდილებას საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობაში
** უწყვეტ პროფესიულ ზრდას და განვითარებას
** სტაბილურ თანამშრომლობას და კარიერულ პერსპექტივას
განაცხადის გაგზავნა:
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: bicocca24@gmail.com
|
|
|
|