|
დასახელება:
პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაციის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მარშალ დეველოპმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
დეველოპერული კომპანია "მარშალ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას N106
გრაფიკი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა ბაზების რეგულარული დამუშავება;
** პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** დავალიანების დაფარვის მიზნით მოლაპარაკებების წარმოება;
** გადახდის გრაფიკის კონტროლი;
** დებიტორული დავალიანებების რეპორტინგი მენეჯმენტისთვის;
** დებიტორებისგან მიღებული რეპორტების შედარება კომპანიის სამუშაო პროგრამაში არსებულ მონაცემებთან;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის მითითებით სხვა დავალებების შესრულება;
** პრობლემური კლიენტების მოძიება და შემდგომი კომუნიკაცია
მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ: legal@marshalldevelopment.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაციის მენეჯერი"
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|