Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683172&print=yes&view=jobs
 
არქიტექტორ-რევიზორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორ-რევიზორი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორ-რევიზორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სქემატური არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო ნახაზების/პროექტების რევიზია და ხარვეზების იდენტიფიცირება;
** დეტალური არქიტექტურული და სამშენებლო ნახაზების (მუშა ნახაზების) რევიზია და ხარვეზების იდენტიფიცირება;
** არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო ნახაზების ერთმანეთზე დადარება და ხარვეზების იდენტიფიცირება;
** პროექტის ფარგლებში დეტალურ სამშენებლო ნახაზებთან მიმართებაში ტექნიკური საკითხების მართვა;
** კონტრაქტორების მიერ (არქიტექტორი, კონსტრუქტორი და საინჟინრო სპეციალისტი) მოწოდებული პროექტების შესრულების ხარისხის შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება არქიტექტორის და სამშენებლო სპეციალისტის კვალიფიკაციით;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: AutoCad; ArchiCad;
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Revit, BIM;
** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 3-დან 5 წლამდე სამუშაო გამოცდილება;
** არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/qCRroHt
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია