|
დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან ქარდი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ბელიაშვილის 53.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კომპანიის შესყიდვების პროცესის წარმოება;
** დეპარტამენტებისაგან საქონლის მოთხოვნების პროგრამულად მიღება, დამუშავება;
** ვენდორების მოძიება, მომწოდებლების ფასებისა და საქონლის ხარისხის შესწავლა, მოლაპარაკება და საქონლის/მომსახურების შესყიდვა;
** ხელშეკრულების/მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მართვა (ვადები) და მონიტორინგი;
** შესყიდული საქონლის მიღება/რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
** მარაგების კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში შესყიდვის ადგილზე ვიზიტით განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები/უნარები:
** შესყიდვების მიმართულებით სასურველია მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 53, ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@gc.ge და სათაურის ("subject") ველში აუცილებლად მიუთითეთ - "შესყიდვების სპეციალისტის" პოზიცია.
|
|
|
|