|
დასახელება:
ვაიზერი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის მოვლის საშუალებებისა და სხვა რესურსების საჭირო რაოდენობის უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მოძრაობის მართვა და კონტროლი;
** საექთნო სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების მონიტორინგი;
** ანგარიშის მომზადება მენეჯმენტისთვის.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 18.12.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|