|
დასახელება:
პროფესიული განათლების ფიზიკის მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფიზიკაში, ინჟინერიაში ან შესაბამის სპეციალობაში;
** სასურველია პროფესიულ განათლებაში ან ზოგად/უმაღლეს განათლებაში მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ფიზიკის საგნობრივი სტანდარტებისა და პროფესიული მოდულების სწავლების უნარი;
** ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
** სწავლების თანამედროვე, პრაქტიკული და სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და ჯგუფთან მუშაობის უნარები.
დამატებითი მოთხოვნები:
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
** შერეული და ინოვაციური სწავლების მეთოდების გამოყენება;
** სასწავლო მასალების (სილაბუსი, სამუშაო გეგმა, შეფასების სქემა) მომზადება/განახლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და შეფასებაზე;
** მონაწილეობა მეთოდოლოგიურ, საგნობრივ და პროფესიული განვითარების შეხვედრებში;
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურება;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** თანამშრომლური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** ასევე ტრენინგებს და შიდა/გარე უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობის პროგრამებს;
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
** რეზიუმე (CV);
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილების დადასტურება (იგულისხმება ცნობა დამსაქმებლის მიერ გაცემული ძირითადი მოვალეობების მითითებით);
** შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);
დოკუმენტაცია გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@bnu.edu.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 18 დეკემბერი
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა"განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
|
|
|
|