|
დასახელება:
პროფესიული განათლების მათემატიკის მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების კერძოდ მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკის, საინჟინრო ან დაკავშირებულ სფეროში;
** სასურველია პროფესიულ განათლებაში ან ზოგად/უმაღლეს განათლებაში მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების შემუშავებისა და გამოყენების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფთან მუშაობის უნარი;
** სასურველია პროფესიული პედაგოგის სტატუსი ან კვალიფიკაციის ამაღლების შესაბამისი სერტიფიკატი.
დამატებითი მოთხოვნები:
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
** შერეული და ინოვაციური სწავლების მეთოდების გამოყენება;
** სასწავლო მასალების (სილაბუსი, სამუშაო გეგმა, შეფასების სქემა) მომზადება/განახლება;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურება;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემო;
** ასევე ტრენინგებს და შიდა/გარე უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობის პროგრამებს;
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
** რეზიუმე (CV);
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილების დადასტურება (იგულისხმება ცნობა დამსაქმებლის მიერ გაცემული ძირითადი მოვალეობების მითითებით);
** შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);
დოკუმენტაცია გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@bnu.edu.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 18 დეკემბერი
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
|
|
|
|