Робота для біженців з України
სოციალური პედაგოგი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური პედაგოგი
მომწოდებელი: DCFG
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
ორგანიზაცია "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია" ქალაქ ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - სოციალური პედაგოგი.

სოციალურ პედაგოგიური ცენტრი "კომპასი" ითანამშრომლებს მოტივირებულ, სწავლაზე ორიენტირებულ ადამიანთან, რომელიც მზადაა სიახლეებისადმი და ღიაა ახალი გამოცდილების მისაღებად.

ჩვენთან დაგხვდებათ თბილი გარემო და საინტერესო სამუშაო. მოგვმართეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ შემდეგ კრიტერიუმებს.

პროფესია - უმაღლესი განათლება
გამოცდილება - ქცევითი სირთულეების მქონე მოზარდებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშო გამოცდილება; მულტიდისციპლინურ გუნდთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** ემპათიური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეებისადმი მიმღებლობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** კრეატიული;

კომპეტენციები:

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel; Word)
** ინგლისურის ცოდნა (სასურველია)
** წერითი უნარი

სამუშაო დატვირთვა - სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება - 1500 ლარი, დასაბეგრი.

ფუნქციები:

** ინდივიდუალური მუშაობა ბენეფიციარებთან;
** საჭიროების შემთხვევაში მოზარდებთან ჯგუფური შეხვედრების ჩატარება;
** მუშაობა მოზარდის მიკრო-სოციუმთან (ოჯახი, სკოლა…)
** მულტისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობის გზით გადაწყვეტილებების მიღება
** ანგარიშების მომზადება

ანგარიშვალდებულია ცენტრის ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი გთხოვთ გადმოაგზავნოთ 28 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: theakacharava@dcfg.ge. სათაურის ველში გთხოვთ, ჩაწეროთ - სოციალური პედაგოგი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე