Робота для біженців з України
კონსულტანტი - თანამედროვე ძვირფასი სამკაულების ბუტიკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი - თანამედროვე ძვირფასი სამკაულების ბუტიკი
მომწოდებელი: Majestic New York
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
ვაკანსია: კონსულტანტი - თანამედროვე ძვირფასი სამკაულების ბუტიკი
ადგილმდებარეობა: თბილისი

ჩვენს შესახებ:

"Majestic New York" გთავაზობთ მეტს, ვიდრე უბრალოდ ძვირფასეულობას - ჩვენ ვქმნით უნიკალურ გამოცდილებას - ბრენდი, რომელიც აერთიანებს კლასიკას, თანამედროვე სტილს და ემოციას.

ვეძებთ მაღაზიის კონსულტანტს, რომელსაც უყვარს ადამიანებთან მუშაობა და მზადაა ჩვენი მაღაზიის პასუხისმგებლობით და მონდომებით მართვისთვის.

პოზიციის აღწერა:

როგორც მაღაზიის კონსულტანტი, თქვენ იქნებით კლიენტების პირველ შთაბეჭდილებაზე პასუხისმგებელი ადამიანი, რომელიც ზრუნავს, რომ თითოეული კლიენტის გამოცდილება ასახავდეს ჩვენი ბრენდის ღირებულებებს.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური პროცესების მართვა;
** კლიენტებისთვის მაღალი დონის მომსახურების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მიზნების შესრულება;
** კლიენტების გამოცდილების შექმნა - პირველი შეხვედრიდან ყველა მომდევნო კომუნიკაციამდე;
** პროდუქციის ვიზუალური გამოფენა ბრენდის სტანდარტების მიხედვით;
** მარაგების კონტროლი და მაღაზიის შიდა პროცესების ეფექტურად მართვა.

რას ველით თქვენგან:

** 1+ წლიანი გამოცდილება საცალო გაყიდვებში (ლუქს ინდუსტრიაში - ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალებზე;
** ინტერესი სამკაულის, სტილის და დიზაინის მიმართ;
** მოქნილობა - მზაობა იმუშაოთ სხვადასხვა ცვლაში, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება 1500GEL + საბონუსე სისტემა გაყიდვების მიხედვით;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** პოზიტიური და ესთეტიური სამუშაო გარემო;
** თანამედროვე მიდგომა მართვაში და გუნდური მხარდაჭერა;

სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, 12:00-20:00 საათამდე.

გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: careers@missionewyork.com. გაითვალისწინეთ, რომ სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე