Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683112&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: დიბი ლაბს
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
კომპანია "დიბი ლაბს"-ი ეძებს თანაგუნდელს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

კომპანია "დიბი ლაბს"-ი წარმოადგენს პროფესიონალური, კომერციული და HI-FI აუდიო/ვიდეო/განათების სისტემების აპარატურის შოუ რუმს.

შოუ რუმში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია: L-Acoustics, MA Lighting, Monitor Audio, Clay Paky, JBL, Sennheiser, Funktion-One, Allen &Heath, Dynaudio, Pioneer, JVC, Bowers & Wilkins და ა.შ.

ვეძებთ გუნდის შემოქმედებით წევრს, რომლისთვისაც განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს აღნიშნული მიმართულებები და რომელიც სრულფასოვნად გაუწევს კოორდინაციას სოციალურ, ონლაინ და ვებ რესურსების განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული და სოციალური მედიის არხებისთვის კონცეფციის შემუშავება და შესაბამისი მასალების მომზადება;
** ორგანიზაციისათვის საჭირო გრაფიკული და საბეჭდი მასალების კონცეფციის შექმნა და დამზადება;
** ვიზუალურ ბრენდინგზე მუშაობა:
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება (ფოტოსესიებში ჩართულობა);
** ვიზუალურ ბრენდინგზე მუშაობა:

თუ გსურთ იმუშაოთ მეგობრულ გარემოში, ჩართული იყოთ უამრავ საინტერესო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი პროექტის განხორციელებაში. თუ მომართული ხართ განვითარებაზე, ინოვაციებზე და სიძნელეების დაძლევაზე, მაშინ გელოდებით!

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: 1500 ლარი.

მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების: Adobe Photoshop / Adobe Illustrator / მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** სამუშაო გამოცდილება 1 წელი.

დაზღვევა, ტელეფონის ნომერი და სხვა კორპორატიული სიკეთეები ადგილზეა.

გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: sales@dblabs.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია