Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Lemon Logistics
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
"Lemon Logistics" რომელიც, მომხმარებლებს საუკეთესო პირობებსა და ახალ სტანდარტებს სთავაზობს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, მიზანდასახულ და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომელს, რომელსაც სურს კარიერის დაწყება ან განვითარება გაყიდვების სფეროში. თუ გაქვთ კომუნიკაციის ნიჭი და არ გაშინებთ გამოწვევები, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

ჩვენ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობებს და სწრაფ ზრდას.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება.
** აქტიური კომუნიკაცია და პირველადი კონტაქტების დამყარება.
** ინფორმაციის შეგროვება ახალი ტენდენციების შესახებ.
** სერვისების შეთავაზებების შექმნა.
** მონაცემების დამუშავება და განახლება.

მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** ნებისმიერ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად)

პირობები:

განვითარების შესაძლებლობა. თქვენ იმუშავებთ გამოცდილი მენეჯერების ხელმძღვანელობით და მიიღებთ ინტენსიურ სწავლებას.

საჭირო პიროვნული უნარები:

** სწავლის მოტივაცია: ძლიერი სურვილი, დაეუფლოს ან გაიუმჯობესოს გაყიდვების ტექნიკებს და მუდმივად გაიზარდოს.
** პროაქტიულობა: ინიციატივის გამოჩენა და პასიური ლოდინის გარეშე მოქმედება.
** დარწმუნების უნარი: ადამიანებთან მარტივად საერთო ენის გამონახვის და იდეების ეფექტურად წარდგენის უნარი.
** მიზანდასახულობა: საკუთარი თავისთვის მიზნების დასახვა და მათი მიღწევა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ხელფასს + მაღალ საპროცენტო ბონუსს, რომელიც ზრდასთან ერთად იზრდება.
** ინვესტიციას თქვენს განათლებასა და პროფესიულ ზრდაში.

თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე info@nextdoor.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე