Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683107&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

https://goo.gl/maps/7nuh6s5gm1cvmWAi7

ჩვენი კომპანია უკვე 20 წელია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას საქართველოში.

მოთხოვნები:

** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს 5 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში
** მინიმალური განათლება: საშუალო
** ასევე მნიშვნელოვანია, კანდიდატს ბანკთან არ ჰქონდეს პრობლემური ურთიერთობა
** აუცილებელია მანქანის მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა)

ძირითადი მოვალეობები:

** მომარაგება თბილისის ან რეგიონის ტერიტორიაზე;
** პროდუქტების წინასწარ განასაზღვრულ ობიექტებზე მიტანა;
** პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვა ლუქის მთლიანობის შენარჩუნებით;
** სატრანსპორტო საშუალებების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დაკვირვების უნარი.

ანაზღაურება: 1600 ლარიდან

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@svanuri.ge ან დაგვიკავშრდით ნომერზე: +995 500 99 09 49. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!

გისურვებთ წარმატებებს!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული რძის პროდუქტების" მიერ (ს/კ:245444764), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: info@svanuri.ge

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია