Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683081&print=yes&view=jobs
 
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშო ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 104

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური მხარდაჭერის, სისტემების მართვისა და თანამშრომლების/მომხმარებლების დახმარების უზრუნველყოფა;
** არსებული აიტი ინფრასტრუქტურის მოხმარებისა და ექსპლოატაციის წესების მიწოდება თანამშრომლებისათვის;
** ოფისებთან და ფილიალებთან მუდმივი საკომუნიკაციო არხების არსებობა - მიმდინარე პრობლემების დასაფიქსირებლად;
** თანამშრომლებისთვის დისტანციური IT კონსულტაციების გაწევის უზრუნველყოფა;
** კომპიუტერებში საჭირო პროგრამული სისტემების ინსტალაცია და პერიოდული განახლება;
** არსებული მცირე ქსელური აპარატურის დაზიანების შემთხვევაში დროული შეკეთების და საჭიროებისამებრ შეცვლა/განახლების უზრუნველყოფა;
** ალტას კომპიუტერებზე პერიფერიული მოწყობილობების გამართულად მიერთების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური, აპარატული და პროგრამული გაუმართაობის დიაგნოსტიკა და გადაჭრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** Windows-ტიპის სამომხმარებლო ოპერაციული სისტემებისა და საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორინეტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვირს უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიის ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/TRyMaBI
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია