Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683079&print=yes&view=jobs
 
IT პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშო ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 104

ფუნქცია-მოვალეობები:

** IT პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** დაგეგმვა, ვადების კონტროლი, მონიტორინგი, ცვლილებების შეტანა;
** თანმდევი დოკუმენტაციის მომზადება და პრეზენტაცია;
** ტესტირების პროცესის ხელმძღვანელობა და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** ინსტრუქციების მომზადება, ტრენინგების ჩატარება და დასრულებული პროექტის ჩაბარება დამკვეთისათვის;
** რისკების და რესურსების მართვა, დამკვეთებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** აიტი პროექტების მართვის სფეროში 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორინეტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვირს უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიის ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/15xsxXFc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია