|
დასახელება:
დაწყებითი კლასების დამხმარე მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
ნიუტონის თავისუფალი სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს დაწყებითი კლასების დამხმარე მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე.
თუ კარგად გამოგდით ბავშვებთან ურთიერთობა, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ "ნიუტონის თავისუფალი სკოლის" გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.
"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს დაწყებითი კლასების დამხმარე მასწავლებელს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** ორგანიზებულობა
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა
** კრეატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ნოემბერი.
გაცნობებთ, რომ შპს "ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, ამუშავებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
რეზიუმესა და სხვა დოკუმენტების კომპანიისთვის გაგზავნით, პრეტედენტი ადასტურებს, რომ თანახმაა, კომპანიამ მიმდინარე ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით დაამუშავოს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემები და ასევე, შეინახოს იგი მონაცემთა ბაზაში 3 წლის ვადით, მომავალში პრეტედენტისთვის სხვა პოზიციის შეთავაზების მიზნით.
პრეტენდენტს უფლება აქვს გამოიხმოს თავისი თანხმობა იმავე ელ.ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, რომელზეც გაგზავნა რეზიუმე და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, კომპანია წაშლის პრეტედენტის პერსონალურ მონაცემებს და აღარ განიხილავს მას მიმდინარე ან/და მომავალში წარმოშობილ ვაკანსიებზე.
|
|
|
|