|
დასახელება:
მომხმარებელთა სერვისული მომსახურების ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
თელასი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული განვითარებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს, კაპიტალური მშენებლობისა და საინვესტიციო საქმიანობის სამსახურის, მომხმარებელთა სერვისული მომსახურების ინჟინრის თანამდებობაზე.
თანამდებობრივი მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Power Point);
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სახელმწიფო კანონები, სემეკ-ის, საქართველოს მთავრობის და ქ. თბილისის მერიის დადგენილებები, ლოკალური ნორმატიული აქტები, ორგანიზაციულ-განკარგულებითი დოკუმენტების ცოდნა, რომლებიც არეგულირებენ განყოფილების საქმიანობის სფეროს;
** საზოგადოების ბრძანებები სემეკთან ურთიერთობისა და ახალი მიერთების პროცესებთან დაკავშირებით;
** შრომის შინაგანაწესი, შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების წესები;
თანამდებობრივი მოვალეობები:
** ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების და მომხმარებლებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევის შესახებ მაჩვენებლების რეგისტრაცია და სტატისტიკური დამუშავება;
** საზოგადოების ელ. ქსელში ახალი 0, 4კვტ სიმძლავრეების ჩართვაზე ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება, განკარგულებების მომზადება და ტელდოკის სისტემაში ატვირთვა;
** სემეკის ელექტრონული ჟურნალში ახალი მიერთებების კუთხით ობიექტის მიერთების ვადებზე და რეგისტრაციის ეტაპების შესრულებაზე კონტროლი;
** სემეკ-ის ელექტრონულ ჟურნალში მექანიკური/ტექნიკური ხასიათის შეცდომებზე რედაქტირების მოთხოვნა და ცვლილების შეტანა;
** მიმოწერის წარმოება "ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან დაკავშირების ბიზნეს პროცესის დებულებით" განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებით;
** სამსახურის შიგნით და ასევე ახალ მომხმარებლებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
** ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებების შესრულება განყოფილების შესახებ დებულების შესაბამისად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით: vakansia@telasi.ge. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|