|
დასახელება:
ტრენინგებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციისსახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
** სამუშაო ლოკაცია: ელიზბარ მინდელის ქუჩა #3
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომლების სწავლება/განვითარების საჭიროებების კვლევა, შესაბამისი მოდულების და პროგრამების შემუშავება.
** სატრენინგო მოდულების შესაბამისი სასწავლო მასალების (სახელმძღვანელო, საინფორმაციო ბროშურა, შეფასების ფორმა) შექმნა.
** ტრენინგების, განვითარების, შიდა კომუნიკაციის, თანამშრომელთა ჩართულობის აქტივობების წლიური გეგმის შემუშავება კომპანიის სტრატეგიულ მიზანთან შესაბამისად.
** სამსახურის წლიური გეგმისა და ბიუჯეტის შედგენა, დაგეგმილი ბიუჯეტის კონტროლი.
** სასწავლო პროგრამების ხარისხის მონიტორინგი და კვლევა მოდულების შემდგომი განვითარების მიზნით.
** ჩატარებული შიდა თუ გარე ტრენინგების ეფექტურობის შეფასება.
** შერჩევისა და დამსაქმებლის ბრენდინგის სამსახურთან ერთად, თანამშრომლების პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა, დაწინაურების შემდეგ პოზიციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება, პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
** საჭიროების შემთხვევაში პროვაიდერი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და თანამშრომლობა.
** საჭიროების შემთხვევაში რეპორტების წარმოება მენეჯმენტისთვის.
** Sucession Planning-ის მიზნით, მაღალი პოტენციალის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება და მართვა.
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა კოორდინაცია ტრენინგების ორგანიზებისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც სათავო ოფისისთვის, ასევე ლოგისტიკური ცენტრებისა და საცალო ქსელის მართვის დეპარტამენტისთვის.
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, TOT ჩატარების უზრუნველყოფა.
** შიდა კომუნიკაციის აქტივობების მართვა და ორგანიზება.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის, სოციალურ მეცნიერებების, განათლების მეცნიერებების ან მსგავსი მიმართულებით).
** MS Office ცოდნა.
** აუცილებელია ტრენინგის ჩატარების გამოცდილება.
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება.
უნარები და კომპეტენციები:
** ორგანიზებულობა
** დაგეგმვისა და დროის მართვა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** გუნდის მართვა
თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებელად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "ტრენინგებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 02.12.2025
გისურვებთ წარმატებებს!
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|