Робота для біженців з України
ყასაბი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ყასაბი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ს ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს.

კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ყასაბის პოზიციაზე ნატახტარში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლი ხორცის მიღება, ვადების, ვარგისიანობის და ხარისხის შემოწმება.
** მიღებული ხორცის დასაწყობება შესაბამის ადგილზე (დახლი, რეზერვუარი, ჭურჭელი, მაცივარი და სხვა) და მასზე მიღების თარიღის დაკვრა.
** საჭირო რაოდენობის მიხედვით შესაბამისი ხორც-პროდუქტის მოჭრა, აწონვა და დასამუშავებლად მომზადება.
** დასამუშავებელი ხორცის გარეცხვა.
** ხორც-პროდუქტების მარაგების, დამუშავებული ნედლეულის და ნარჩენების შესახებ ყოველდღიური ანგარიშის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება.
** სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა.
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სტანდარტის მიხედვით და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: თვეში 15 სამუშაო დღე, 08:00-დან 20:00-მდე.
** ანაზღაურება: 1200 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: recruitment@daily.ge და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 542296.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

-რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: recruitment@daily.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე