|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ს ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს.
კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე;
** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით ზუსტად და მინიმალური დანაკარგით;
** უზრუნველყოს მაცივრების, დანადგარების, ღუმელების, ზედაპირების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
** ტექნოლოგის მიერ შექმნილი რეცეპტურის და კალკულაციების ზედმიწევნით დაცვით პროდუქტის მომზადება;
** არსებული პროდუქტის სწორად შენახვა/გარეცხვა/განთავსება/დასაწყობება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით.
** შეუსაბამობის აღმოფხვრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
** თუ შეუსაბამობა მის კომპეტენციას სცილდება, ვალდებულია შეატყობინოს მის უშუალო უფროსს ან წარმოების მენეჯერს.
** ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები, სადაც მისი პასუხისმგებლობა ვლინდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია განათლება შესაბამისი განხრით;
** გამოცდილება აუცილებელი არ არის, საქმეს ადგილზე შეგასწავლით.
სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 დღე, 08:00-დან - 20:00-მდე
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr1@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 24 40 97.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|