Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Translive
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
ციფრული ფორვარდერი კომპანია "Translive" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დეტალების პროგრამულად ასახვა;
** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;
** ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება შემდეგი ქვეყნების მიმართულებით: სომხეთი, აზრებაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე;

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო სააათები: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00-18:00 საათამდე, პარასკევი - 09:00-16:00;
დამატებითი ბენეფიტები:
სამედიცინო დაზღვევა;
კვების დაფინანსება;

თუ გსურთ შემოუერთდეთ Translive-ის გუნდს, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@translive.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.)

კომპანია განახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და დადგენილი სტანდარტებით; პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სხვა მოთხოვნილი მახასიათებლების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ინახება კომპანიაში არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას და დამუშავდეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე