Робота для біженців з України
ბუღალტერი - ადიგენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ემპა კომპანი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სამშენებლო სარემონტო მასალების წარმოება, ვაჭრობის კომპანია "ემპა კომპანი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ადიგენი სოფ. არალი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** საგადასახადო პორტალზე ატვირთული დოკუმენტაციის კონტროლი
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი/შედარება
** მიმდინარე ხარჯების დარიცხვები
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
** სალაროს / ბანკის ოპერაციები
** ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი
** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება
** შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაცი (ებ)ის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით)
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** ბუღალტრული პროგრამა Fina-ს ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა, კომპეტენციის ფარგლებში;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** აქტიური
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: Empacompany26@gmail.com

ან დაგვიკავშირდით +995 571 543 545. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი, 2025 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე