Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=683011&print=yes&view=jobs
 
თერაპევტ-სტომატოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თერაპევტ-სტომატოლოგი
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კლინიკა დავინჩი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
გახდი დავინჩის გუნდის წევრი!

"სტომატოლოგიური კლინიკა დავინჩი" აცხადებს ვაკანსიას თერაპევტ სტომატოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით.
** პაციენტის სრულყოფილი ინფორმირება მკურნალობის გეგმის შესახებ.
** სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად და დროულად წარმოება.
** სანიტარულ-ჰიგიენური წესებისა და დამტკიცებული პროტოკოლის ცოდნა და შესრულება.
** სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი - ლიცენზია;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** დენტალური ფოტოგრაფიის საბაზისო ცოდნა (შესაძლებელია ადგილზეც შესწავლა);
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალობა, თავაზიანობა და ორგანიზებულობა;
** ეთიკის ნორმების დაცვა როგორც პაციენტებთან, ისე დასაქმებულ პერსონალთან სუბორდინაციის გათვალისწინებით;
** პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების და შიდა პროტოკოლის შესაბამისად;

ანაზღაურება გამომუშავებული თანხის მიხედვით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, ო. ჭილაძის 166 კორპუსი 10. ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა. (მეტრო სადგურ "სამედიცინოს" მიმდებარე ტერიტორიაზე).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: nikolozjorjikashvili@gmail.com

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "თერაპევტი".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია