Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682994&print=yes&view=jobs
 
ოჯახის ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმი
მომწოდებელი: ექიმ ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"ექიმ ბუბნოვსკის ცენტრი" — ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე ცენტრია, რომელიც პაციენტებს ინდივიდუალური პროტოკოლებით, მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად მკურნალობს ბიომექანოთერაპიის მეთოდის საშუალებით.

ცენტრი აცხადებს ოჯახის ექიმის პოზიციას თბილისში, ქ. წამებულის 50/18.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების მიღება და საწყისი კონსულტაცია, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** პაციებტის მართვა, სამკურნალო გეგმის განსაზღვრა და მდგომარეობის მონიტორინგი;
** შიდა პროტოკოლებით სამედიცინო მომსახურების გაწევა, საჭირო სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა-დანიშვნა;
** სამედიცინო ჩანაწერების წარმოება საქართველოს კანონმედლობის შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** გამოცდილება ექიმის პოზიციაზე;
** ბავშვებთან (5 წლიდან) მუშაობის გამოცდილება.

უპირატესობად ჩაითვლება:

რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** 2-3 სამუშაო დღე კვირაში, სრულ გრაფიკზე გადასვლის პერსპეკტივით;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** სტაბილურობა და მხარდაჭერა;
** კლინიკის მომსახურებაზე ფასდაკლებებს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr.symmetria.ge@gmail.com

რეზიუმეების მიღება მოხდება 30 ნოემბრამდე - არ გადადოთ დაკავშირება!

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ "ოჯახის ექიმი"

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია